By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

გუშინ, 10:07  - სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა


სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018  გაიხსნა.  ოლიმპიადის პირველი დღე მინი ფეხბურთის ტურნირით დაიწყო.  მასშტაბურ  სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის გუნდები იღებენ.   სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის 9 სახეობაში ჩატარდება. ყველა შეხვედრას სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ოლიმპიადის პროგრამა ოთხ ეტაპადაა დაყოფილი. პირველი ეტაპი შიდა სასკოლო ტურნირებს მოიცავს, მეორე ეტაპზე მუნიციპალური შეჯიბრებები ეწყობა, მესამე  ეტაპზე  რეგიონალური შეხვედრები იმართება, ხოლო დასკვნითი  ეტაპზე, ოლიმპიადა ფინალური თამაშებით სრულდება, რომელიც ანაკლიის ბანაკში იმართება.  სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშები 2015 წლიდნ იმართება და მისი მიზანია საზოგადოების და განსაკუთრებით მოსწავლე – ახალგაზრდობის მასობრივი ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა. 

 

20-11-2017, 17:34  - საკრებულომ ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა გამართა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. ახალი შემადგენლობით საკრებულოს  სხდომა 15 : 00 საათზე  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კახნიაშვილმა გახსნა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააცნო. გიორგი კახნიაშვილმა   სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაცია საკრებულოს უხუცეს წევრს ჯემალ გორგოძეს გადასცა.  ამის შემდეგ დეპუტატებმა შესაბამისი პროცედურების დაცვით, საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს. ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ვახტანგ ღამბაშიძემ ჩაიბარა, საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელი კი თემურ საყვარელიძემ. ვახტანგ ღამბაშიძე მანამდე  გამგებლის მოადგილის პოსტს იკავებდა  მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 36 დეპუტატია.აქედან "ქართულ ოცნებას" პროპორციული სიით 8, ხოლო 21 წევრი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ 3, „ევროპულ საქართველოს“ 2, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ 2 წევრი ჰყავს. მუნიციპალიტეტის საკრებულოში 36 დეპუტატიდან 4 ქალია. 

 

20-11-2017, 11:43  - ქვიშხეთი – ზვარეს სარკინიგზო გვირაბის გახსნას კახაბერ მახათაძეც ესწრებოდა


საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დასრულებულია.  ქვიშხეთი – ზვარეს 8, 5 კმ – იანი სარკინიგზო გვირაბი  საქართველოს სარკინიზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გაიხსნა.  მოდერნიზებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოება, შემცირებული სამგზავრო დრო და სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა,  ასე შეაფასა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები.  პრეზენტაციას ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძეც ესწრებოდა. გვირაბის მშენებლობას „ჩინეთის რკინიგზის 23 – ე ბიურო“ ახორციელებს. მასშტაბური სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის  დასრულდება 2020 წლისთვის არის ნავარაუდევი. 

 

17-11-2017, 12:35  - 100 წლის თამარ მშვენიერაძეს იუბილე კახაბერ მახათაძემ მიულოცა


100 წლის იუბილე, თამარ მშვენიერაძეს მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ მიულოცა.  მან  უხუცეს  ქალბატონს ჯანმრთელობა, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. 100 წლის იუბილე  თამარ მშვენიერაძეს, სოციალური სამსახურის უფროსმა და სანახშირის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნუგზარ ფერაძემაც მიულოცეს. თამარ მშვენიერაძემ სტუმრებს პირადად მასპინძლობდა.  მათთან ერთად სადღეგრძელოც შესვა და საუკუნის წინანდელი ამბებიც გაიხსენა. მხრცოვანი ქალბატონი, სოფელ სანახშირეში ცხოვრობს.  100 წელი  მას  2017 წლის 17 ნოემბერს შეუსრულდა.  თამარ მშვენიერაძეს 4 შვილი, 13 შვილიშვილი, 25 შვილთაშვილი და 18 შვილთაშვილისშვილი ჰყავს. 

 

16-11-2017, 15:58  - ზაქარიაძის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო


ინფრასტრუქტურულ პროექტთა შორის,  გზების, სკვერებისა და  საფეხბურთო მოედნების კეთილმოწყობის  გარდა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების  სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს. ზაქარიაძის ქუჩაზე ორი  კორპუსის ფასადი მოწესრიგდება და შეიღებება.   N2 და N 24  – ში მდებარე სახლების ფასადების აღდგენა უკვე დაიწყო. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 83 000 ლარია. გამგეობის დაკვეთით პროექტზე შპს „აკაია“ მუშაობს. გარდა აღნიშნულისა, დაგეგმილია ასევე სტაროსელსკისა და ჭანტურიას დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციაც.

 

 

14-11-2017, 15:50  - კახაბერ მახათაზემ პირველი სამუშაო დღე ქველმოქმედებით დაიწყო


ახლადარჩეულმა მერმა, კახაბერ მახათაძემ,პირველი სამუშაო დღე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონახულებით დაიწყო.   პირადი დანაზოგით, მატერიალურად შეჭირვებულ ოჯახებს, მუნიციპალიტეტის მერმა საკვები პროდუქტები მიუტანა. კახაბერ მახათაძე უმწეო ოჯახებს მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელთან, ტარიელ თუთარაშვილთან ერთად სტუმრობდა. 

 

14-11-2017, 12:32  - „ქალები სამართლიანობისათვის“ – ტრენინგები მუნიციპალიტეტში


სოფლად მცხოვრები ქალების საზოგადოებრივ  – ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვის თვალსაზრისით, არასამთავრობო ორგანიზამ „ქალები სამართლიანობისათვის“ მუნიციპალიტეტში ტრენინგები გამართა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგები სხვადასხვა თემებზე „ქალთა ლიდერობა, ეფექტური კომუნიკაციები და უნარ – ჩვევები“;  „საარჩევნო სისტემები, ადგილობრივი თვითმმართველობები“. პროექტი „ გენდერი და არჩევნები რეგიონებში“ გერმანული პოლიტიკური ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ტრენინგები იმერეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში ზესტაფონში, ბაღდადში და ტყიბულში ჩატარდა.

 

13-11-2017, 18:21  - ტარიელ თუთარაშვილი გამგეობის თანამშრომლებს დაემშვიდობა


მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი  ტარიელ თუთარაშვილი გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისთვის, ერთგულებისა და  ერთად დაძლეული პრობლემებისთვის.

„მინდა  განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამშრომელს, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად უმკლავდებოდნენ მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. მე ვერ ვიტყვი რომ ეს იყო მარტივი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ჩვენი მუნიციპალიტეტის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა 2014 წლის მოწვევის საკრებულოს. რომ არა მათთან კოორდინაცია და თანამშრომლობა, შეიძლება ითქვას რომ ძალიან ბევრი პროექტი განუხორციელებელი იქნებოდა. ასევე მადლობას ვეუბნები ყველა ზესტაფონელს, რომელმაც 2014 წლის არჩევნებით ნდობა გამომიცხადა.  მე ძალიან გულწრფელი ვარ, როცა ამ გადასახედიდან ვამბობ, არასოდეს გავქცევივარ ობიექტურ კრიტიკას, პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს. იმედს ვიტოვებ, რომ ზესტაფონელები დროთა განმავლობაში სწორად შეაფასებენ  იმ გზას, რომელიც მე ამ პერიოდში მათთან ერთად გავიარე.

 

 

 

 

13-11-2017, 18:08  - კახაბერ მახათაძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი, კახაბერ მახათაძე  უფლებამოსილების  შესრულებას შეუდგა. პირველი სამუშაო დღე მერის სტატუსის რანგში, კახაბერ მახათაძემ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო და მათ იმ პროექტების და  გამოწვევების  შესახებ ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც ის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს.  კახაბერ მახათაძე, მუნიციპალიტეტის მერიაში, მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსთან, მეუფე მელქისედეკთან და ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებთან ერთად  მივიდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი გამგებელი, ტარიელ თუთარაშვილი ესწრებოდა. კახაბერ მახათაძემ მადლობა გადაუხადა მას გაწეული მუშაობისათვის.  როგორც მახათაძემ აღნიშნა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სწორედ ტარიელ თუთარაშვილის მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდა მუნიციპალიტეტში  და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ზესტაფონი გამორჩეული იქნება იმერეთის რეგიონში.   თუ ვინ დაიკავებს მერის მოადგილეების სავარძლებს, როგორც კახაბერ მახათაძემ აღნიშნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 

 

10-11-2017, 17:50  - 97 – ი წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დასაჩუქრდა


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ – ს ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საბაზისო საფეხურის 97 – მა  წარჩინებულმა მოსწავლემ პერსონალური კომპიუტერები მიიღო. კომპიუტერების გადაცემის პროცესი კულტურისა და შემოქმედების ცენტრში შედგა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი მოსწავლეებს სამინისტროს და რესურს წარმომადგენლებმა გადასცეს. წარჩინებულ მოსწავლეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, კულტურისა და შემოქმედების ცენტრში იმერეთის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილილდოებაც შედგა. საქართველოს მასშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა 2557 –ია. პროგრამა უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება საქართველოში.

 
უკან შემდეგი
>