By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

7-12-2017, 16:12  - მუზეუმების გაერთიანებამ „ჩვენი მუზეუმის“ პრეზენტაცია მოაწყო


მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა საკუთარი გამოცემის „ჩვენი მუზეუმის“ პრეზენტაცია მოაწყო. გაზეთის სპეციალური ნომერი ვრცელ და საინტერესო მასალებს მოიცავს. ვის ეკუთვნოდა სახლი, სადაც ამჟამად მხარეთმცოდნეობის მუზეუმია განთავსებული; ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული არქეოლოგიური ძეგლების შესახებ; ისტორიული მასალები ზესტაფონში მოღვაწე ცნობილ სასულიერო პირზე, დეკანოზ დავით ღამბაშიძეზე; ცნობები მსოფლიო ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნიმუშების შესახებ, რომლებიც მუზეუმშია დაცული. გაზეთის სპეციალური ნომერი ამ შინაარსის წერილებს აერთიანებს. პრეზენტაცია მუზეუმის საგამოფენო დარბაზში შედგა და მას ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძეც. გაზეთის პრეზენტაციაზე საპატიო სტუმართა შორის პროფესორი ვახტანგ ჯაფარიძე გახლდათ, რომელიც ამჟამად არქეოლოგიური სამუშაოების წარმოებას ხელმძღვანელობს შორაპნის ციხეზე. 

 

7-12-2017, 10:46  - ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას მუნიციპალიტეტიც გამოეხმაურა


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და  განათლების რესურს – ცენტრი გამოეხმაურა. საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრა მოეწყო. საკრებულოს დარბაზში შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს არასრულწლოვანთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ დაგმეს ძალადობა.  შეხვედრაზე არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის მიზნით  გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. რესურს – ცენტრის ხელმძღვანელმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლის განხორციელებაც იგეგმება. კერძოდ, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პროკურატურის წარმომადგენლები მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მოაწყობენ, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ იქნება მიმართული. დაგეგმილია ასევე მოსწავლეთა და მშობელთა შორის სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად შეხვედრები და დისკუსიები. ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შორის საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის სპორტული შეხვედრები მოეწყობა.