By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

16-09-2017, 12:34  - ზესტაფონი დასუფთავების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტი დასუფთავების მასშტაბურ აქციას შეუერთდა. „დავასუფთაოთ საქართველო“ –ს კამპანიის ფარგლებში დასუფთავდა კვალითის დასახლების ცენტრალური ქუჩები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ეზოები, აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიები. დასუფთავების აქციაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის გამგეობის და  ა (ა) იპ – ის წარმომადგენლები იღებდნენ. აქციაში ჩაერთვნენ გამგებლის მოადგილეები გია დევდარიანი და ვახტანგ ღამბაშიძეც. 17 სექტემბერს, აქციის მეორე დღეს, ქალაქის ცენტრალური ქუჩა დასუფთავდება (ე.წ. პატარა ბაზრის ხიდიდან –  9 აპრილის სახელობის სკვერმდე). დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს დაფუძნდა და მასში 140 –ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველოც. აქციაში ყოველ წელს აქტიურადაა ჩართული  ზესტაფონის მუნიციპალიტეტიც.

 

 

 

15-09-2017, 17:41  - ჯგუფმა „სტიქიამ“ ღია ცის ქვეშ კონცერტი გამართა


ჯგუფმა „სტიქიამ“ ღია ცის ქვეშ კონცერტი გამართა. ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლის წევრებმა   მუსიკალური ღონისძიება სასწავლო წლის განახლებას მიუძღვნეს და საკუთარი შემოქმედებით საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.  „სტიქია“ – მ  აუდიტორიას ერთ საათიანი პროგრამაში  საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნილი ქართული და უცხოური სიმღერები შესთავაზა. კონცერტს მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა.  ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლის წევრები ერთმანეთს პირველად საქველმოქმედო კონცერტზე შეხვდნენ და ანსამბლის შექმნის  იდეაც მაშინ გაჩნდა.  დღეს ანსამბლი კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებობს. მუსიკალური ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ ყინჩიყიძეა, ანსამბლი კი 15 წევრს აერთიანებს. 

 

15-09-2017, 16:05  - მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო წელი განახლდა


 სასწავლო წელი მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში განახლდა. ახალი სასწავლო წლის დაწყება  მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მიულოცეს და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 700  – ზე  მეტი პირველკლასელია. სკოლათა უმრავლესობა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. 2018 წლისთვის კი ხუთი სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს ყველა მოსწავლეს, პედაგოგს და საგანმანათლებლო სფეროს ყველა წარმომადგენელს. 

 

13-09-2017, 15:02  - ზესტაფონში 12 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რეაბილიტაციაზე 800 ათას ლარამდე იხარჯება.  მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სამუშაოები 12 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს. განახლებას, როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ბაღები ექვემდებარება. ბაღების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, პროექტში თანადაფინანსების პრინციპითაა ჩართული მუნიციპალიტეტიც.  საბავშვო ბაღებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ხელმძღვანელთან ერთად, სოფელ ზედა საქარაში და ქალაქის N 3 ბაღში ადგილზე გაეცნო. ზედა საქარის საბავშვი ბაღში შეიცვალა დაზიანებული სახურავი, განახლდა  კარ – ფანჯრები. მოწესრიგდება სველი წერილები, ელ. გაყვანილობა, სამზარეულო და საძინებელი ოთახები. მოეწყობა ლამინირებული და კერამიკული ფილების იატაკი.  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რეაბილიტაციას „დრიმ – ბილდინგ – კომპანი“ აწარმოებს.

 

9-09-2017, 15:50  - ზესტაფონში „მომავლის ბიზნეს სკოლა“ გაიხსნა


ზესტაფონში  „მომავლის ბიზნეს სკოლა“  გაიხსნა.  განათლება, წარმატება და ღირსეული მომავალი, ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება  მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ გარემოს, სწავლის უახლეს მეთოდებს და ბიზნეს უნარ ჩვევების ჩამოყალიბების პირობას აძლევს. „მომავლის ბიზნეს სკოლა “  მოსწავლეებს ასევე მათი ინტერესის გათვალისწინებით და სწავლების ხარისხის ამღლების მიზნით გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას სთავაზობს. სკოლასთან ასევე არსებობს საბავშვო ბაღი „სკოლამდელთა აკადემია“.  სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონიალს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და გამგებლის მოადგილე გერონტი დევდარიანი ესწრებოდა. ტარიელ თუთარაშვილმა მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლი დაწესეულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და წარმატებები უსურვა „მომავლის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეებს, პედეგაოგებს და ადმინისტრაციას. 

 

30-08-2017, 16:39  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასასვენებელი ადგილების განახლება მიმდინარეობს


რამდენიმე დღეში ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე არსებულ დასვენების ადგილებში - ,,ირინეს პარკსა“ და ცენტრალურ სკვერებში ე.წ პარკის სკამების განახლების პროცესი დაიწყება. რეკრეაციული ზონების მოწესრიგების სამუშაოებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის-ცენტრი უზრუნველყოფს, რომელმაც ტენდერის საფუძველზე შერჩეული მომწოდებლისაგან 19 300 ლარამდე ღირებულების 55 ერთეული ,,პარკის სკამის“ ჩაბარების პროცედურები უკვე განახორციელა. თუჯის ფრაგმენტებისა და მესაკუთრე ქალაქის აღმნიშვნელი წარწერის მქონე ახალი სკამების დასვენების ადგილებში შეტანას ააიპ ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის-ცენტრი“ 1კვირის ვადაში დაასრულებს.

 

27-08-2017, 20:06  - 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულის აღსანიშნავად, ზესტაფონს "მოძრავი ფილარმონია" ეწვევა


28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულის აღსანიშნავად, ზესტაფონს "მოძრავი ფილარმონია" ეწვევა. თეატრის წინ, ღია ცის ქვეშ კონცერტს ყველასათვის ცნობილი მომღერლები : ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ზურა დოიჯაშვილი, ზურა კობეშავიძე, ბესო კალანდაძე, მამუკა მესხი, გოგა მესხი, მარიამ ივარდავა და ბესო ვერულაშვილი გამართავენ. კონცერტის ჩატარების ინიციატორები ზესტაფონელი ქველმოქმედი ბიზნესმენები ბეჟან წაქაძე და ზაურ ცხადაძე არიან. ღონისძიების ორგანიზატორი და მხარდამჭერია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა. დასაწყისი 19 საათზე. დასწრება თავისუფალია.

 

18-08-2017, 18:17  - ზესტაფონში 12 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მუნიციპალიტეტში  12 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მოხდება. კეთილმოწყობის სამუშაოები,  როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ბაღებს ჩაუტარდება. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს კვალითის დასახლებაში არსებულ N 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.   პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს,  თანადაფინანსებას ახდენს ასევე  ადგილობრივი ბიუჯეტი. სარეაბილიტაციო სამუშაოების   ღირებულება 81713 ლარია და მას „დრიმ – ბილდინგ – კომპანი“ აწარმოებს. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სასწავლო დაწესებულებაში   განახლდება შენობის დაზიანებული სახურავი.მოწესრიგდება სველი წერტილები, საძინებელი ოთახები, სამზარეულო. შეიღებება კედლები და ჭერი. მოეწყობა ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი. შეიცვლება ელ. გაყვანილობა. საბავშვო ბაღებში მიმდინარე სამუშაოები გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ  დღეს სოფელ მარტოთუბანსა და კვალითის დასახლებაში დაათვალიერა. 

 

16-08-2017, 17:53  - საავტომობილო გზების მოწყობა 6 მისამართზე სრულდება


2017 წელში განსახორციელებელ  პროექტებს შორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე დასრულების სტადიაშია.  ქალაქის საავტომობილო გზებზე ვახუშტი ბატონიშვილის, 300 არაგველის და ჩხეიძის ქუჩის მე – 5 შესახვევში გზის საფარის მოწყობის გარდა, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციაც ხორციელდება.  300 არაგველის ქუჩის კეთილმოწყობას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, პროექტის ღირებულება 161285 ლარს შეადგენს.  რეგიონული  განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება ვახუშტი ბატონიშვილის ქუჩის ასფალტირებაც და  მისი ღირებულება 398 400 ლარს შეადგენს. სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს ჩხეიძის ქუჩის მე – 5 შესახვევშიც, რომლის ღირებულება 179384 ლარია.  მიმდინარე წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტში 20 – ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. 

 

15-08-2017, 16:27  - ცენტრალური ბიბლიოთეკის მოწყობაზე 13 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება


ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო . პროექტის მიხედვით  მოეწყობა შიდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის  წიგნსაცავი ოთახები, მოწესრიგდება სველი წერტილები. დაწესებულებაში უკვე შეიცვალა კარ – ფანჯრები. რეაბილიტაცია უტარდება ბიბლიოთეკის ორ ოთახს. ერთ – ერთში კი სამომავლოდ უსინათლო ადამიანებისთვის  შესაბამისი კუთხე მოეწყობა.  ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაციაზე 13 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოები დღეს გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ დაათვალიერა. 

 
უკან შემდეგი
>