By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

24-04-2017, 17:08  - სტრიტ არტი გარემოს დასაცავად მსურველთა რეგისტრაციას იწყებს


„სტრიტ არტი გარემოს დასაცავად“ წარმოადგენს „კავკასიური სახლი“ – ს მიერ ორგანიზებული პროექტს, რომლის მიზანია სტრიტ არტის მეშვეობით აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა ხელოვანებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან შესაძლებლობა მიეცემათ განათავსონ თავიანთი ნამუშევრები გარემოს დაცვის თემაზე საკუთარ ქალაქში,მათთვის სასურველ ადგილას. პროექტის მონაწილეები მაისის ბოლოს, თბილისში დაესწრებიან ერთდღიან სამუშაო შეხვედრას, რომელზეც განხილული იქნება გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, გამოცდილი ქუჩის ხელოვანები ჩაატარებენ მასტერკლასს პროექტის მონაწილეების საჭიროების გათვალისწინებით, რომლის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ შექმნან ერთობლივი ნამუშევარი თბილისში. 

 

21-04-2017, 18:14  - პროკურორებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზებრა გადასასვლელი ერთობლივად მოხატეს


 აღმაშენებლის ქუჩაზე  ზებრა გადასასვლელი პროკურორებმა, სამხატვრო გალერეის და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად მოხატეს.  პროექტი საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ახალი ინიციატივის თანახმად,  საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ლექცია – სემინარები ჩატარდა, რომელიც ავტო – საგზაო დარღვევებს და ავტო – სატრანსპორტო დანაშაულების სტატისტიკას ეხებოდა. ზებრა გადასასვლელი სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიხატა. ღონისძიებაში მონაწილეობა გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემაც მიიღო.

 

21-04-2017, 14:20  - ზესტაფონში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო


ზესტაფონში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დასაუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, მუნიციპალური ააიპ – ისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა მიიღეს. აქციის ფარგლებში დასუფთავდა შენობის ეზოები, შენობათა მიმდებარე ტერიტორიები და მისასვლელი გზები, ასევე ცენტრალური ავტომაგისტრალის ტერიტორია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელიდან(დასავლეთის მიმართულებიდან, სოფელი არგვეთა) ქ.ზესტაფონის შემოსასვლელამდე (სტაროსელსკის ქუჩის დასაწყისი), დაახლოებით 5,5კმ-იანი მონაკვეთი. აქციაში მონაწილეობას 130 მდე ადამიანი იღებდა. აქციას ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის 4 თანამშრომელიც შეუერთდა.

 

20-04-2017, 18:05  - „მოხალისეთა ერთიან ეროვნულ ბაზაში“ დარეგისტრირება 20 აპრილიდან 20 მაისამდე გაგრძელდება


საქართველოსსპორტისადაახალგაზრდობისსაქმეთასამინისტროსპროექტისმოხალისეობისგანვითარებისპროგრამისფარგლებშიშეიქმნამოხალისეთაერთიანიეროვნულიბაზა“. ბაზაშიდარეგისტრირებაშესაძლებელიამიმდინარეწლის20 აპრილიდან – 20 მაისის ჩათვლით. (youth.gov.ge ( http:// youth.gov.ge/ home / http:// volunteers.gov.ge/). პროექტშიდარეგისტრირებისშესაძლებლობააქვთსაქართველოსმასშტაბითმოხალისეობითდაინტერესებულპირებს, ომლებიცშემდეგშიმონაწილეობასმიიღებენ, როგორცსპორტისადაახალგაზრდობისსაქმეთასამიონისტროსმიერორგანიზებულსპორტულდაახალგაზრდულღონისძიებებში, ასევესხვასამთავრობოთუარასამთავრობოუწყებისმიერგამართულღონისძიებებში. პროგრამისმიზანიაეროვნულდონეზემოხალისეობისინსტიტუტისგაძლიერება, მოხალისეთაერთიანიქსელისგანვითარებასაქართველოსმასშტაბით, მოხალისეობისგზითახალგაზრდებშისამოქალაქოცნობიერებისამაღლება, მოხალისეობითდაინტერესებულიახალგაზრდებისრაოდენობისგაზრდაქვეყნისმასშტაბით, სამოქალაქოსექტორთანთანამშრომლობა. ქვეყანაშისაკეთილდღეოდ, საკუთარინებისსაფუძველზეუანგაროშრომისიდეისპოპულარიზაცია, მოხალისეთამიერგაწეულიშრომისწახალისება. მოხალისეობისგანვითარებისპროგრამისსაქართველოსმოხალისე“ – განხორციელება 2015 წლიდანდაიწყო. პროგრამისგანხორციელებასსაფუძვლადუდევსსაქართველოსსახელმწიფოახალგაზრდულიპოლოტიკისდოკუმენტიდასამოქმედოგეგმა.

 


 

20-04-2017, 17:28  - მუზეუმში ჯემალ ბუაძის ნახატების გამოფენა მოეწყო


მხარეთმცოდნეობის მუზეუმის  საგამოფენო დარბაზში თვითნასწავლი მხატვრის, ჯემალ ბუაძის ნახატების გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე   30 – ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი სხვადსხვა ჟანრში. გარდა იმისა, რომ ჯემალ ბუაძე ხატავს, წერს ლექსებს და  ქმნის მუსიკალურ კომპოზიციებს. ის უკვე 80 წელს არის გადაცილებული. გამოფენას ბევრი სტუმარი ყავდა. თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრების სანახავად გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც მივიდა. გამოფენა მუზეუმების გაერთიანებამ დაგეგმა და ის მუნიციპალიტეტში მოღვაწე თვითშემოქმედი ადამიანების პოპულარიზაციას ემსახურება.

 

19-04-2017, 15:55  - 22 აპრილს ზესტაფონში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება


22 აპრილს  მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. გამოკვლევებს კლინიკა „ლანცეტის“ სხვადასხვა პროფილის მედიკოსები (თერაპევტი; კარდიოლოგი; ექთან – ოფთალმოლოგი; ქირურგი; მეან – გინეკოლოგი; მამოლოგი; ოტორინოლარინგოლოგი; ტრავმატოლოგი; უროლოგი; ენდოკრინოლოგი; ექოსკოპისტი; ტრავმატოლოგი) გამართავენ. კლინიკის ექიმები სამედიცინო მომსახურეობას მოქალაქეებს  „კათარზისის“ ოფისში გაუწევენ. 

 

13-04-2017, 19:27  - შალვა კიკნაველიძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა


აღდგომის მოახლოებული დღესასწაული სოციალურად დაუცველ ოჯახებს მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ და გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ მიულოცა. შალვა კიკნაველიძე მათ ოჯახებში ესტუმრა და სააღდგომო საჩუქრებიც გადასცა. სასაჩუქრე ნაკრებში ტკბილეული და საკვები პროდუქტები იყო მოთავსებული. სასაჩუქრე კალათა სააღდგომოდ 60 – მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა. 

 

12-04-2017, 17:49  - სამხატვრო გალერეაში გამოფენა 2017 გაიხსნა


სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების ნახატების გამოფენა  მოეწყო. ექსპოზიციაზე 70 – მდე მოსწავლის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარია წარმოდგენილი.  გამოფენის გახსნაზე მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ვახტანგ ღამბაშიძე მივიდა. ისინი სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს მათ. გამოფენა ტრადიციულია და ის ყოველ წელს ეწყობა გალერეაში. 

 

10-04-2017, 12:44  - მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარშვილმა ლიტველი სტუმრები მიიღო


მუნიციპალიტეტში სტუმრად მყოფი ლიტველები, ზესტაფონში ვიზიტის ფარგლებში დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელს ტარიელ თუთარაშვილს შეხვდნენ. საუბარი თვითმმართველობაში არსებულ გამოწვევებს და სიახლეებს ეხებოდა, როგორც ლიტვაში, ასევე ზესტაფონში. განიხილეს სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები სხვადასხვა ფეროში. შეხვედრა ტრადიციული საჩუქრების გაცვლით დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე, ლიტვასა და საქართველოს განათლების სისტემის სამომავლო პერსპექტივებზე ზესტაფონში საერთაშორისო კონფერენციაც  გაიმართა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციალიტველი მეგობრებისადასაქართველოს მეგობრები ქალაქ ტაურაგეშიინიციატივით განხორციელდა. ზესტაფონსა და ლიტვის ქალაქ ტაურაგეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე წლის წინ გაფორმდა.

 

 

 

9-04-2017, 16:24  - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს


მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა,მოადგილეებმა ნიკოლოზ კრავეიშვილმა და ვახტანგ ღამბაშიძემ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას. მათ ყვავილებით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის მემორიალი. ყვავილები მემორიალთან დღეს მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმაც მიიტანეს.  მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა სასულიერო პირებთან ერთად, 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.  მემორიალთან დღეს 9 აპრილის მოვლენების მონაწილეებიც შეიკრიბნენ.

 
>