By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

7-04-2017, 15:58  - ლიტვასა და საქართველოს განათლების სისტემის სამომავლო პერსპექტივებზე ზესტაფონში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა


ლიტვასა და საქართველოს განათლების სისტების სამომავლო პერსპექტივებზე ზესტაფონში პირველად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ლიტვის ქალაქ ტაურაგეს სკოლამდელი და  სასკოლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები, პედაგოგები და  განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობას  ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაც იღებდა. სტუმრებმა და მასპინძლებმა ორი  ქვეყნის  საგანმანათლებლო სისტემის დღს არსებულ  მოდელზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები დასახეს. კონფერენციის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე, გამგებლის მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ნიკოლოზ კრავეიშვილი მიესალმა.  ზესტაფონსა და ლიტვის ქალაქ ტაურაგეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე წლის წინ გაფორმდა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია "ლიტველი მეგობრებისა" და "საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ტაურაგეში" ინიციატივით განხორციელდა.

 

6-04-2017, 16:34  - ზესტაფონში სპორტის საერთაშორისო დღე აღნიშნეს


სპორტის სხვადსხვა სახეობებში მოასპარეზე სპორტსმენებს და მწვრთნელებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტის საერთაშორისო  დღე მიულოცეს და სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. სიგელები და საჩუქრები, სასკოლო –  სპორტული ოლიმპიადის  გამარჯვებულმა მონაწილეებმაც მიიღეს.  ღონისძიება მიხეილ სალაძის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში გაიმართა. დაჯილდოვების ცერემონიას, ზესტაფონში სტუმრად მყოფი ლიტველებიც ესწრებოდნენ.

 

 

 

6-04-2017, 12:32  - გამწვანების საგაზაფხულო აქცია ზესტაფონში


მესამე დღეა ქალაქის სხვადასხვა უბნებზე ხე – მცენარეების დარგვის პროცესი მიმდინარეობს. საგაზაფხულო გამწვანების აქციის ფარგლებში 23 სახეობის  800 – მდე ნერგი მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე, 9 აპრილის სახელობის სკვერში, აღმაშენებლის ქუჩაზე კვალითის დასახლებაში და ცენტრალურ ქუჩებზე დაირგო. ქალაქის გამწვანების პროცესში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მიიღო. გამწვანების მასშტაბური აქცია ზესტაფონში გასულ წელ ვაკნარის ტერიტორიაზე  განხორციელდა.   

 

5-04-2017, 18:33  - ზესტაფონს ლიტვის ქალაქ ტაურაგედან დელეგაცია ესტუმრა


დღეს ზესტაფონს ლიტვის ქალაქ ტაურაგედან დელეგაცია ესტუმრა. ლიტველ სტუმრებს, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ნიკოლოზ კრავეიშვილი შეხვდა. მოეწყო საზეიმო ცერემონიაც. ღონისძიებაში მონაწილეობას კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი იღებდა. ვიზიტის ფარგლებში 7 აპრილს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო კონფერენცია მოეწყობა. კონფერენციის თემა, ლიტვასა და საქართველოს განათლების სისტემის სპეციფიკა და სამომავლო ურთიერთობები იქნება. ზესტაფონსა და ლიტვის ქალაქ ტაურაგეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე წლის წინ გაფორმდა. 

 

5-04-2017, 17:32  - მეორე სვირში საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრი გაიხსნება


ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრი გაიხსნება.  შორაპნის შემდეგ, რიგით მეორე ცენტრი მეორე სვირში ამოქმედდება.  200 – ზე მეტი მომსახურეობის მიღება საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით, როგორც სვირის, ისე მის მიმდებარე სოფლებს შეეძლება. 

 

5-04-2017, 16:06  - მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე სპორტული მარათონი მოეწყო


მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე სპორტული მარათონი მოეწყო. ღონისძიებაში სხვადასხვა საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას და მას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა.  ის მარათონის მონაწილეებს მიესალმა და დაჯილდოვების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა. ვაჟებს შორის გამარჯვებული კლდეეთის, ხოლო გოგონებს შორის გამარჯვებული  ცხენთაროს საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა. 

 

3-04-2017, 17:51  - 87 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობის შედეგად სოფელ საზანოში 1728 აბონენტი ჩაერთო ქსელში


ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სოფლის გაზიფიცირება მოხდა. სოფელ ქვედა საზანოში ახლად აშენებული გაზსადენი  ვიცე – პრემიერმა კახა კალაძემ, შპს „საქართველოს  გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა, „სოკარ ჯორჯია გაზი“ – ის დირექტორმა აზერ მამმედოვმა, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და  მაჟორიტარმა დეპუტატმა ერთად  დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.  

 

 საზანოში გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები 2016 წლის  აგვისტოს ბოლოს დაიწყო. პროექტის ფარგლებში  87  357 გრძივი მეტრის გაზსადენი  ქსელის მშენებლობა განხორციელდა, რომელიც 1728 ოჯახის გაზმომარაგებას უზრუნველყოფს. 2 300 000 ლარის ღირებულების  სამუშაოს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კოპმანია“ ქვეკონტრაქტორ „კომფორტმშენ 21“ მეშვეობით ახორციელებდა. 

 

31-03-2017, 12:07  - 30 მარტს ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში საპრემიერო ჩვენება გაიმართა


ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში საპრემიერო ჩვენება გამართა. მსახიობებმა მიხეილ ბულგაკოვის „ძაღლის გული“ წარმოადგინეს. სპექტაკლის რეჟისურის და ინსცენირების ავტორი  მამუკა ცერცვაძეა. საპრემიერო ჩვენებას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

 

30-03-2017, 16:16  - მშვიდობის კორპუსის მოხალისე პედაგოგი ახალგაზრდა პარლამენტარებს შეხვდა


მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასწავლებელი ნილი ქეისი ზესტაფონის მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვდრის ფორმატი საგანმანათლებლო სფეროში  არსებულ გამოწვევებს ეხებოდა.  ისაუბრეს მომავალ თანამშრომლობებზეც. ნილი ქეისი მშვიდობის კორპუსის მისიით  მეორე წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა ზესტაფონის მე – 7 საჯარო სკოლაში. პროექტის ფარგლებში ნილი, ინგლისური ენის უკეთ შესწავლის მიზნით, ადგილობრივ პედაგოგებს და მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ეხმარება. 

 

29-03-2017, 17:37  - ე. წ. „სილამაზის ხიდზე“ განათების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა


ქალაქის ორ სანაპიროსთან დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე განათების სისტემის  რეაბილიტაცია განხორციელდა. ძველი სანათები მთლიანად შეიცვალა ახალი თანამედროვე ტიპის ენერგოეფექტური სანათებით.  ე.წ. „სილამაზის ხიდზე“ 19 სანათი დამონტაჟდა, რომლის რეაბილიტაციაც დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრმა უზრუნველყო.   დასუფთავების სამსახურმა დღეს ასევე, ზესტაფონი – ხარაგაულის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალის ზესტაფონის მონაკვეთზე 19 ნაგავშემკრები ურნა განათავსა. 

 
>