By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

7-06-2017, 16:31  - ტატო ბარათაშვილის კვირეული მუზეუმში


მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ტატო ბარათაშვილის საიუბილეო დღეებს მასპინძლობს.   კვირეულის  მეორე დღე კლდეეთის საჯარო სკოლას დაეთმო. მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოსწავლეებმა ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.  საიუბილეო დღეები მუზეუმების გაერთიანებისა და საგანმანათლებლო რესურს – ცენტრის ორგანიზებით იმართება. საგანმანათლებლო კვირეულში მონაწილეობის მიღების სურვილი მეორე, მეშვიდე და კლდეეთის საჯარო სკოლებმა გამოთქვეს. 

 

6-06-2017, 18:10  - სოფელ ალავერდში გზის კეთილმოწყობა დაიწყო


სოფელ ალავერდში გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილმოწყობას გზის 700 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება და მისი ღირებულება 60 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.   პროექტის ნიხედვით, მზა სასაქონლო ბეტონი  სოფლის გზების მოსაწყობად ნაწილდება და ადგილობრივები მის დაგებას საკუთარი ძალებით ახდენენ. მიმდინარე წელს სასაქონლო ბეტონის შეტანა  8 სოფელშია დაგეგმილი.  ბეტონის შეტანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „ალპედე“ ახდენს. მიმნდინარე სამუშაოები დღეს გამგებლის მოადგილენ ნიკოლოზ კრავეიშვილმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 

 

6-06-2017, 11:22  - 20 ივნისს მუსიკალური ფესტივალი „ამღერებული იმერეთი“ ჩატარდება


2017 წლის 20 ივნისს,  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის  სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება მუსიკალური ფესტივალი „ამღერებული იმერეთი“. ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მომღერალ ოჯახებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს. მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა აქვს ფესტივალზე  ორი ან სამი  წარმომადგენლით ჩაერთოს. მსურველებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ ღონისძიების ხელმძღვანელს ნანა იამანიძეს. ტელ.: 599 80 08 10 

 

5-06-2017, 13:14  - გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ზესტაფონი ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციით შეუერთდა


გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ზესტაფონიც შეუერთდა. მინიციპალიტეტის ორგანიზებით მასშტაბური დასუფთავების აქცია მოეწყო. ფართომასშტაბიან ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილეები ნიკოლოზ კრავეიშვილი და ვახტანგ ღამბაშიძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად იღებდნენ. აქციაში ა (ა) იპ – ის, მუნიციპალიტეტის მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების 150 – ზე მეტი წარმომადგენელი იყო ჩართული.  დასუფთავების აქციის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელის დასავლეთ ნაწილი გაიწმინდა. ა (ა) იპ – მა, საბავშვო ბაღებმა და სკოლებმა კი საკუთარი ლოკაციის მიმდებარე ტერიტირიები დაასუფთავეს.

 

5 ივნისი, როგირც გარემოს დაცვის საერთაშორიო დღე 1972 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა გარემოს დასაცავად მიმართულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.

 

4-06-2017, 14:27  - ზესტაფონი უკვე 22 – ედ შოთა მაჭავარიანის რესპუბლიკურ ტურნირს მასპინძლობს ძიუდოში


შოთა მაჭავარიანის სახელობის ტურნირი უკვე 22 – ედ იმართება ზესტაფონში. სპორტის სასახლეში ჩემპიონატში საასპარეზოდ თავი სხვადასხვა რეგიონის 120 – მა მოჭიდავემ მოიყარა. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის დაარსების იდეა   სახელოვანი მოჭიდავის, შოთა მაჭავარიანის მეგობრების, მწვრთნელების, სასპორტო სკოლისაა და ოჯახის წევრების ინიციატივთ გაჩნდა. როგორც მისი ორგანიზატორები ამბობენ, სამომავლოდ ტურნირი საერთაშორისო მასშტაბების გახდება.

 

4-06-2017, 13:48  - აღმაშენებლისა და რუსთაველის შემაერთებელ გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო


აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩების შემაერთებელ მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 28442 ლარს შეადგებს. გზის ასფალტირების სამუშაოებს შპს „ბორანი“ ახორციელებს.  2017 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე  7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მათ შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა, საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სკვერებისა და ღამის განათებების მოწყობა.   2017  წელს  მუნიციპალიტეტში 17 – მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

 

2-06-2017, 16:30  - 1 ივნისი ზესტაფონში თეატრალური და გასართობი პროგრამით აღინიშნა


1 ივნისის ღონისძიებები მუნიციპალიტეტში  სხვადასხვა შინაარსის გასართობი პროგრამით აღინიშნა. ბავშვთა დაცვის დღე ასფალტზე  ხატვით დაიწყო. ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა ასაკის მოზარდები იღებდნენ. გამორჩეული ნახატის ავტორებს, გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ სიგელები გადასცა.  ზესტაფონელმა თეატრალებმა  კი პატარები  ზღაპრების სამყაროში ამოგზაურეს და მათთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟები განასახიერეს. 1 ივნისი აღნიშნა მეექვსე საბავშვო ბაღმაც.  ღონისძიებები უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლით დასრულდა. მსახიობებმა „გოგონა  და ჯადოქარი“ წარმოადგინეს.

 

1-06-2017, 11:44  - მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა


საკრებულომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად 25326  ლარი სოფელ განთიადში ორი ხიდის მოწყობაზე დაიხარჯება. მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის სახურავის რეაბილიტაცია 59863  ლარით დაფინანსდება.  სიმონ საყვარელიძის სახელობის სპორტული სკოლის სახურავის რეაბილიტაციისთვის 21233  განსაზღვრული. დაგეგმილია ასევე ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის კეთილმოწყობა. სოფელ კინოთში ჭის მოწყობა.  დეპუტატებმა სხდომაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნას უყარეს კენჭი. საბჭო მსგავსი კატეგორიის პირთა საჭიროებებსა და პრიორირეტული საკითხებზე იმუშავებს მუნიციპალიტეტში. საბჭოს შემადგენლობა  თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების,   პარაოლიმპიელებითა და შშმ პირებით   დაკომპლექტდება.

 

31-05-2017, 17:43  - თამბაქოსთან ბრძოლის დღეს ზესტაფონიც შეუერთდა


„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ ქვეყნის მასშტაბით გამართულ ღონისძიებებს ზესტაფონიც შეუერთდა. მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა თამბაქოს მავნე ზეგავლენასა და მისგან გამოწვეულ რისკებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. თამბაქოს მავნებლობაზე ახალგაზრდა პარლამენტარებს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მანანა ცქიტიშვილიც ესაუბრა. ღონისძიებაში მონაწილეობას გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც იღებდა. მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ანსამბლეის გადაწყვეტილებით  1987 წლიდან აღნიშნავს.

 

31-05-2017, 11:13  - მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა დაემატა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების პროგრამაში 2017 წლიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური დახმარების პროგრამა ამოქმედდა. ფინანსური დახმარება ( წლის განმავლობაში ერთჯერ, 200 ლარის ოდენობით ) გაიცემა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  მსხვერპლის სტატუსი განესაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის  ან / და სასამართლოს ან / და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის ) მიერ, სტატუსის მინიჭების შემდგომ, აღნიშნული კატეგორიაზე გაიცემა ერთჯერადად 200 ლარი.  დახმარების მისაღებად მოქალაქემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; საბანკ ანგარიში; განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შესაბამისი სტატუსის მქონე პირებს უკვე გაეწიათ დახმარება.

 

 

 
>