By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

29-05-2017, 15:36  - მუნიციპალიტეტის ორგანიზებით სპორტული ღონისძიება „ჩვენ თანასწორნი ვართ“ მოეწყო


 

 გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით სპორტული ღონისძიება „ჩვენ თანასწორნი ვართ“ მოეწყო. სპორტული აქტივობა ამჯერად კალათბურთში ჩატარდა, სადაც მონაწილეობას მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები იღებდნენ. შეჯიბრი გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა. გამარჯვების მოპოვება მცირე უპირატესობით ვაჟებმა მოახერხეს. ღონისძიების მონაწილეებს გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე და თანაშემწე გენდერის საკითხებში ნინო ნიკაჭაძე მიესალმა. მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით სპორტული აქტივობის მონაწილეებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სოციალური, კულტურული და სპორტული ხასიათის ღონისძიებებს ახორციელებს. 

 

27-05-2017, 23:02  - აქციას „ღამე მუზეუმში“ ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც შეუერთდა


აქციასმოდი ღამე მუზეუმშიზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც შეუერთდა. გარდა იმისა, რომ მუზეუმის კარი ღია იყო  დამთვალიერებლებისთვის, საღამოს 19 : 00 საათიდან  ღია ცის ქვეშ კონცერტი მოეწყო.  ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა მუსიკალური კოლექტივები, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. საკონცერტი პროგრამა ვოკალურინსტრუმენტულმა ანსამბლმასტიქია“ – დახურა. აქციაღამე  მუზეუმშისაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2015 წლიდან დამკვიდრდა. „ღამე მუზეუმშიაქციას ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის წრმომადგენლებიც შეუერთდნენ

 

26-05-2017, 16:41  - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები კონცერტით გაგრძელდა


ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საათნახევრიანი საკონცერტო პროგრამით შეუერთდა.  მუსიკოსებმა შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის ისტორიაში ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და საკუთარი რეპერტუარიდან  ქართული და უცხოური ჰიტები წარმოადგინეს. ღონისძიება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის წინ, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე მიმდინარეობდა.  კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლი კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ბაზაზე, რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა. 

 

26-05-2017, 15:39  - წლის ფალავნის ტიტული ზედიზედ მეორედ ფრიდონ შარიქაძემ მოიპოვა


საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სპორტული ღონისძიებით დაიწყო. სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლაში ღია პირველობა მოეწყო ქართულ ჭიდაობაში. ფალავნის ტიტულის მოსაპოვებლად  გამართულ ორთაბრძოლებში მონაწილეობას 45 მოჭიდავე იღებდა. ფინალური ტური  ფრიდონ შარიქაძესა და გაგა ბახტიძეს  შორის შედგა.  ფრიდონ შარიქაძემ გასული წლის ფალავნის ტიტული არც ამჯერად დათმო და უკვე მეორედ ტურნირის გამარჯვებული გახდა.  სპორტულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ვახტანგ ღამბაძიძე ესწრებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს და შეკრებილ საზოგადოებას, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და დაჯილდოვების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. 

 

25-05-2017, 17:41  - 26 მაისის ღონისძიებების აღნიშვნა დაიწყო


საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა დაიწყო. კულტურულ ღონისძიებათა პროგრამა  კულტურისა და შემოქმედების ცენტრმა  გახსნა. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა  „ზესტაფონმა’“  ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრებისა და სიმღერების სინთეზი წარმოადგინა. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ჯავარდენიც“  იღებდა.

26 მაისის ღონისძიებები ხვალ 12 საათიდან განახლდება. კულტურისა და დასვენების პარკში  ღია ფალავნობა მოეწყობა  ქართულ ჭიდაობაში.

12 : 30 წუთზე მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის  წინ  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდება ზესტაფონის ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლის მონაწილეობით.

 

 

 

24-05-2017, 12:42  - კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისათვის პროექტის პრეზენტაცია ზესტაფონში


კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციასა და რე – სოციალიზაციის პროექტის ფარგლებში „ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ პროექტის პრეზენტაცია შედგა. პროექტი სამ წლიანია და 2020 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის მანძილზე გათვალისწინებულია იმერეთის რეგიონში დაახლოებით 130 ბენეფიციარის პროფესიული გადამზადება მოკლევადიან სასწავლო პროგრამებზე საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიას“ ბაზაზე. დაახლოებით 30 ბენეფიციარი მონაწილეობას მიიღებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში, კონკურსის საფუძველზე გაიცემა მცირე გრანტები, ინდივიდუალური და ჯგუფური. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების რე – სოციალიზაციის პროცესს საქართველოში, რათა მათ შეძლონ “ნაბიჯ – ნაბიჯ“ შექმნან უკეთესი მომავალი საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის.

 

23-05-2017, 18:19  - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები


25 მაისს კულტურისა და შემოქმედების ცენტრში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ზესტაფონი“ მიიღებს. დასაწყისი 15 : 00 სთ

 14 : 00 სთ  კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ფოიეში  საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ორგანიზებით მოეწყობა გამოფენა თემაზე „თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები“

26 მაისი

12 : 00 სთ  კულტურისა და დასვენების პარკში ფალავნობა მოეწყობა ქართულ ჭიდაობაში. ღონისძიება ტრადიციულია. ( ცუდი ამინდის შემთხვევაში, ღონისძიება სომონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლაში მოეწყობა)

 

 

 12 : 30  კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ზესტაფონის ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლის მონაწილეობით. 

 

23-05-2017, 17:49  - კლასიკური საერთაშორისო კონკურსის მონაწილეებს გამგებლის მოადგილე შეხვდა


კლასიკური მუსიკის მე – 6 საერთაშორისო კონკურსზე  Future Stars 2017 –ის მონაწილეებს გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა. კლასიკური მუსიკის კონკურსი  იტალიის ქალაქ პეზოში გაიმართა. მუსიკალურ კონკურსში  მონაწილეობას რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მარიამ ჩახვაძე და ვერიკო ქაშიბაძე იღებდა. მარიამ ჩახვაძემ კონკურსზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და ფულადი ჯილდოც მიიღო.  კონკურსზე მიღწეული შედეგის მიხედვით, ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლე პაატა ჯოხაძე  ჟიურის სიმპათია  და ხელოვანთა კავშირის ერთწლიანი სტიპენდიის მფლობელი გახდა.

 

 

 

 

22-05-2017, 12:37  - მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა


მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის, მომსახურების ტარიფებსა და დანახარჯების ანაზღაურების სისტემის შემუშავების ზოგად მეთოდოლოგიაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისთვის  ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გერმანიის განვითარების  ( KFW) პროექტის კონსულტატი და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი ესწრებოდა. პროექტის ფარგლებში,  მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების კოდექსით დადგენილ ვადაში ( 2017 წლის 31 დეკემბრამდე) შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტებში შექმნილია სამუშაო  ჯგუფები. პროექტის ფარგლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შესაძლებლობა აქვს, დახმარება გაუწიოს მუნიციპალიტეტებს მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის საკითხებზე. 

 

19-05-2017, 18:13  - ჯანდაცვის ცენტრში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგული კვლევა ჩატარდა


„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალურ ცენტრში“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, დაავადებატა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ერივნული ცენტრის ორგანიზებით Cჰეპატიტის უფასო სკრინინგული კვლევა ჩატარდა. მოქალაქეებს დილის 11 : 00 საათიდან სესაძლებლობა ჰქონდათ Cჰეპატიტის უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაეტარებინათ. Cჰეპატიტის უფასო სკრინინგული კვლევა მუნიციპალიტეტში პერიოდულად ეწყობა.

 
>