By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

5-07-2017, 12:35  - ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა საქართველოს პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა


საქართველოს 2017 წლის პირველობაზე ზესტაფონის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.  მიმდინარე გათამაშებაში   გუნდის ფეხბურთელებმა ასევე  ორ ნომინაციაშიც შეძლეს პრიზის მოპოვება.  საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი ვასილ ჩაჩანიძეს, ხოლო საუკეთესი ბომბარდირის წოდება ვასილ მუმლაძეს მიენიჭა. გუნდის ფეხბურთელებს  მიხეილ სალაძის სპორტულ – გამაჯანსაღებელი ცენტრის დირექტორი გურამ კაკოიშვილი შეხვდა  და წარმატებები უსურვა თითოეულ მათგანს. ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები უკვე მესამე წელია სპორტულ – გამაჯანსარებელი ცენტრის ბაზაზე არსებობს.  ისინი ახლა საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან.

 

4-07-2017, 11:15  - სალოტბარო სკოლის შემაჯამებელი კონცერტი


სალოტბარო სკოლამ წლის შემაჯამებელი კონცერტი გამართა.  ერთ საათიან პროგრამაში სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა საგალობლები,  ხალხური სიმღერები და ხალხურ საკრავებზე შექმნილი მელოდიები წარმოადგინეს. ღონისძიება ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა და მას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილეები გერონტი დევდარიანი, ვახტანგ ღამბაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე ესწრებოდა. სალოტბარო სკოლა 2015 წელს ჩამოყალიბდა მუნიციპალიტეტში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაზაზე და მის მთავარ მიზანს ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია წარმოადგენს. 

 

28-06-2017, 19:36  - საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მაჟორიტარმა დეპუტატმა დაათვალიერა


საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტში რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს.  საავტომობილო გზის სარებილიტაციო სამუშაოები დღეს მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ, გამგებლის მოადგილესთან ნიკოლოზ კრავეიშვილთან და და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მიმდინარე პროექტთა შორისაა 300 არაგველის, მაზნიაშვილის და გორგასალის პირველი შესახვევში გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები. 300 არაგველის ქუჩის კეთილმოწყობას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, პროექტის ღირებულება 161285 ლარს შეადგენს. რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს ასევე მაზნიაშვილის  ქუჩის კეთილმოწყობაც და მისი ღირებულება 145606 ლარს  შეადგენს.  2017  წელს  მუნიციპალიტეტში 17 – მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

 

28-06-2017, 12:34  - „საუკუნის მკვლელობა“ გამოფენა და სპექტაკლი სახელმწიფო თეატრში


29 ივნისს  17 : 00 საათზე ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება გამოფენა და სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“  ( კონცეპტუალური დრამა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ორ მოქმედებად).  პროექტს შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ახორციელებს. ღონისძიება იმართება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით. 

 

27-06-2017, 19:02  - ზესტაფონში თხილის მწარმოებელ – გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა


სოფელ ქვედა საქარაში თხილის მწარმოებელ – გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. ახალი საწარმოს გახსნას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,  მაჟორიტარი დეპუტატი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივი „ტირიხულა“  2015 წელს ჩამოყალიბდა „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზებლო პროგრამის  ( ENPARD ) – ის და მის მიერ დაფინანსებული პროექტის „მცირე ფერმერების კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში“ ფარგლებში, რომლის საქმიანობა დაფუძნებულია თხილის მოვლა – მოყვანაზე, გადამუშავებასა და რეალიზაციაზე. ენპარდის პროგრამის ფარგლებში კოოპერატივს გრანტის სახით 157833 ლარის ღირებულების მანქანა – დანადგარები გადაეცა, ხოლო საწარმომ 55000 ლარის თანაინვესტიცია განახორციელა. 

 

27-06-2017, 18:03  - ზესტაფონი – ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალი გაიხსნა


ზესტაფონი – ქუთაისის შემოვლითი გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. ახალი 15 კილომეტრიანი მონაკვეთი  პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად გახსნა. ავტომაგისტრალის გახსნას დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე – მინისტრი მოტომე ტაკისავა, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდა. 

 

27-06-2017, 11:01  - „სტიქია“ აქცია – კონცერტებს იწყებს


ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლის „სტიქია“ – ს აქცია კონცერტები დაიწყო.  მუსიკალური აქცია ჯგუფის შემოქმედებითი ცხოვრების გაცნობას ემსახურება.  პირველი შეხვედრა ჯგუფის წევრებმა ე. შალამბერიძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში გამართეს. ანსამბლმა აუდიტორიას ერთ საათიანი პროგრამა წარუდგინა. რეპერტუარში საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნილი ქართული და უცხოური სიმღერებია წარმოდგენილი. აქცია – კონცერტს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვახტან ღამბაშიძეც დაესწრო. ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლის წევრები ერთმანეთს პირველად საქველმოქმედო კონცერტზე შეხვდნენ და ანსამბლის შექმნის  იდეაც მაშინ გაჩნდა.  დღეს ანსამბლი კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებობს. მუსიკალური ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ ყინჩიყიძეა, ანსამბლი კი 15 წევრს აერთიანებს.

 

 

 

26-06-2017, 16:23  - წლის შემაჯამებელი კონცერტი ხელოვნების სკოლაში


ე. შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში წლის შემაჯამებელი კონცერტი მოეწყო. საანგარიშო ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურს – ფესტივალის პრიზიორი და ლაურეატი მოსწავლეები იღებდნენ.  ხელოვნების სკოლის მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე ერთ საათიანი პროგრამით წარდსგნენ. საანგარიშო კონცერტს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა.

 

 

 

26-06-2017, 12:30  - „კათარზისს“ ზესტაფონში დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა


სათნოების სახლ „კათარზისს“ ზესტაფონში დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი ორგანიზაციას თვითმმართველობის სახელით მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ მიულოცა. კულტურისა და შემოქმედების ცენტრში კი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კონცერტი მოეწყო. ტარიელ თუთარაშვილი : „ მზრუნველობამოკლებული ადამიანებისთვის სათნოების სახლში შექმნილია შესაფერი გარემო, რათა ამ ადამიანებმა დაცულად იგრძნონ თავი და ამ ყველაფერში უდიდესი ადამიანური რესურსია ჩადებული. ვულოვავ „კათარზისს“ 15 წლის იუბილეს და ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ყველა მის წარმომადგენელს“. 

 

23-06-2017, 15:00  - მასობრივი მძლეოსნური გარბენი ზესტაფონში


საერთაშორისოოლიმპიურდღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მასობრივმძლეოსნურგარბენი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას გამგეობის, საკრებულოს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში  მოასპარზე ახალგაზრდები იღებდნენ.  მარათონმა სტარტი   11 : 00 აათზე  სიმონ საყვარელიძის სასპორტო სკოლიდან  აიღო. მარათონის მონაწილეებს ფინიშის ხაზთან საკრებულოს თავმჯდომარე დახვდა. დავით მაღრაძემ  მათ სიგელები გადასცა და ყველამ ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ღონისძიება გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

 

 

 
>